[su_quote]ანაკლიის პროექტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაშვებულიყო ტამანზე ადრე. ერთხელ დავკარგეთ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შანსი. ნოემბერში უკვე დიდი გემები უნდა შემოსულიყვნენ ამ პროგრამით და აგერ ავღანეთის მეორე ეტაპსაც ავცდით, ეს იმიტომ არა, რომ ეკონომიკური შემოსავალი იქნებოდა ტვირთების შემოსავალში, გზის გაკვალვა იყო. როდესაც საერთაშორისო მნიშვნელობის გადაზიდვები და მოძრაობები ხდება, უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო საოკეანო რუკაზე ეს პროექტი იქნებოდა სტარტმიცემული…
კატასტროფული მდგომარეობაა უცხოური ინვესტიციების კუთხით. შარშან 90% რეინვესტიცირება იყო, ანუ ფული ადგილობრივმა უცხოური ინვესტიციის საწარმოებმა ჩაატრიალეს გარედან. ფული არ შემოდის. საქართველომ დაკარგა საინვესტიციო მიზიდულობა და გახდა პროვინციული პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყველანაირი მიმართულებით. ამას უნდა დროული შველა. ამის უებარი წამალი არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ეს მოხდება ძალიან მალე[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.