aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

“გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მეუფე სერგი მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა. ის 62 წლის იყო.

იტვირთბა....