aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის სკოლებში მხოლოდ ბიჭი მოსწავლეები დაიშვებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის სკოლებში მხოლოდ ბიჭები და მამაკაცი მასწავლებლები დაიშვებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც თალიბანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თავის  საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა მამაკაცმა მასწავლებელმა და მოსწავლემ უნდა იაროს.

საშუალო სკოლები ჩვეულებრივ განკუთვნილია 13-18 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის. ამასთან, სკოლების უმეტესობა სეგრეგირებულია.

თალიბანის მმართველობის პირობებში, 1996-2001 წლებში ავღანეთში ქალებსა და გოგონებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აკრძალული ჰქონდათ.

აღნიშნული დაჯგუფება აცხადებდა, რომ ისინი ქალებს განათლების მიღებასა და სამსახურის დაწყებაში ხელს აღარ შეუშლიდნენ, თუმცა 2021 წლის 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი კიდევ ერთხელ მოიპოვა, მათ სთხოვეს ყველა ქალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის გარდა, თავი აარიდონ ყველა ტიპის სამსახურს, სანამ უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

იტვირთბა....