aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლომჯარია: გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ შოკში ჩამაგდო – საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა შოკში ჩააგდო.

მისივე თქმით, არ ელოდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არასაჯარო პირების შესახებ ამ მოცულობის ინფორმაციას აგროვებდა.

“გამოჟონილმა დოკუმენტებმა, მათმა მოცულობამ, ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, სიმართლე გითხრათ, მე შოკში ჩამაგდო. ნამდვილად არ ველოდი, რომ შესაძლებელია არასაჯარო პირის შესახებ, მისი პირადი ცხოვრების, პირადი კომუნიკაციის შესახებ ამდენი ინფორმაცია გროვდებოდეს უწყებაში. კითხვები ნამდვილად არ მაქვს, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ ტოტალური მოსმენებია ნამდვილად, რადგან აქ საუბარი არ არის 10-20-30 ადამიანზე, საუბარია ასობით ადამიანზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე”, – განაცხადა ლომჯარიამ პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტ-ქალაქი.

კითხვაზე, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ომბუდსმენი პასუხობს: “საშინელ, საშინელ ქვეყანაში, გულწრფელად ვფიქრობ, რადგან ამ ტიპის კონტროლს, რომლის მასშტაბის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა, ვერც წარმოვიდგენდი”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის საპატრიარქოზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებზე მოსმენას აწარმოებდა. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა კონკრეტულმა პირებმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი თავი ამოიცნეს.

იტვირთბა....