ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე ბანერებზე: შინაარსში ვეთანხმები, გამოხატვის ფორმა სხვა საკითხია

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქალაქებში გამოკრული ახალი ბანერების შინაარს ეთანხმება.

მისივე თქმით, სიძულვილის ენა მათი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი არ არის.

“ზოგი რაღაც შინაარსის ბანერზე იქნება გადაკრული, ზოგი რაღაც კომერციულზე, ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ამ კუთხით. რაც შეეხება თვითონ იქ გაჟღერებულ სლოგანს პირველი არის „არა ნაცებს“, მეორე არის „არა ბოროტებას“ და მესამე არის „არა ღალატს“. რა თქმა უნდა, სამივე ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვეთანხმები ზოგადად იმას, რომ ერთის, მეორეს და მესამეს ავტორები და სულის ჩამდგმელები საქართველოში არიან ის პირები, რომელიც იქ არიან გამოსახული. შინაარსში ვეთანხმები, მაგრამ გამოხატვის ფორმა, ეს არის მეორე საკითხი”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

იტვირთბა....