ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე სტეფანემ 10-მდე სასულიერო პირი სრულად განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა.

ამის შესახებ მეუფე სტეფანემ დღევანდელი წირვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ საეკლესიო სამოსის ტარებაც ეკრძალებათ.

“მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა და კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედებები, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობითა და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტრული ცხოვრების წესსა და საეკლესიო კანონებს. კერძოდ, მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე, მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას.

ეს პირები კანონიკურად დადგენილი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე დაუფლებულნი არიან საეკლესიო ქონებას. ისინი უხეშად არღვევენ მოციქულთა კრების მთელ რიგ კანონებს. აეკრძალოთ მათ სამონასტრო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა. აგრეთვე, სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე გადაწყვეტილებით ეკლესიიდან სრულად განიკვეთნენ შემდეგი სასულიერო პირები: ბერ-მონაზონი ათინოგენი; ნასყიდა ღუდუშაური; მონაზონი დანიელი; მონაზონი ამბროსი; მონაზონი დავითი;მონაზონი ბასილი; მონაზონი მარკოზი.

იტვირთბა....