პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გახარიასა და ივანიშვილს ერთი პატრონი ჰყავს.
მისივე თქმით, გახარია რუსეთზე მომუშავე კაცია და ის პოლიტიკურ ორბიტაზე ღარიბაშვილის ტიპის ადამიანების ჩასანაცვლებლადაა შემოგდებული.
“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რატომ არის ესოდენ საშიში გახარია! გეუბნებით, გახარიას და ივანიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ ბატონებო. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ და ტვინი განანძრიოთ. ეს კაცი არ გეგონოთ ნაკლები მავნებელი, გახარია რუსეთზე მომუშავე კაცია, ეს დაიმახსოვროს მთელმა საქართველომ. ეს არის ოპოზიცია, გაქვთ არჩევანი და დასავლეთის მომხრე. ვისაც გინდათ მიეცით ხმა, ოღონდ დასავლეთს. ეს კაცი ფეიქ პარტიაა შემოგდებული, იმიტომ, რომ ყავლი გაუვიდათ ვიღაცებს, მაგალითად ღარიბაშვილის ტიპის ადამიანებს და ჩასანაცვლებლად შემოუშვეს ამ ორბიტაზე”, – განაცხადა ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რუსეთი აპირებს ბოლომდე შემოაბოტოს, თუმცა არ გამოუვა, რადგან დასავლეთის ფლანგი ძალიან მაგრად დგას.

