აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც იარაღის კონტროლს შეეხებოდა და საქმე პატარა ბავშვების სიცოცხლეს ეხებოდა, ცრემლები ვერ შეიკავა.
მისი თქმით, ყოველთვის, როცა ამ უდანაშაულო ბავშვებზე ფიქრობს, რომლებიც ყოველ დღე იარაღის ტყვიებით კვდებიან, მას აცოფებს.
„ჩვენი საკუთარი არსებობის უფლება და თავისუფლება, ის სიხარული რომელიც გაგვაჩნია ჩამოართვეს კოლეჯის ბავშვებს ბლაქსბურგში და სანტა ბარბარაში, სკოლის მოსწავლეებს კოლუმბიაში და პირველკასელებს ნიუთაუნში. თითოეული ოჯახი ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ მათი საყვარელი ადამიანები შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმონ იარაღის ტყვიებით. ყოველთვის, როცა მე ამ ბავშვებზე ვფიქრობ, ვგიჟდები და სხვათაშორის, ეს ხდება ჩიკაგოს ქუჩებში ყოველ დღე. ყველა ჩვენთაგანს სჭირდება რომ მოსთხოვოს კონგრესს საკმარისი სიმამაცე რომ ფეხზე დადგეს. ყველა ჩვენთაგანს სჭირდება, რომ ფეხზე ადგეს და დაიცვას თავისი მოქალაქეები. ყველა ჩვენთაგანს სჭირდება მოსთხოვოს სახელმწიფო მოხელეებს, კანონმდებლებს და ბიზნესს შეასრულონ თავის მოვალეობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის“ – განაცხადა ბარაკ ობამამ.