ახალი ამბები მთავარი ციტატა

ღარიბაშვილი პრაიდის კვირეულზე: არ არის საჭირო ასეთი მარშები, 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია

[su_quote]ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე. საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე, 1 ივლისიდან სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების უფლება და ყოველგვარი წესების გარეშე, მიუხედავად მცდელობისა, ჩატარდა ეს აქცია. მერე 2-3 ივლისს ლისის ტბაზე გამოუყო სპეციალური ლოკაცია და მანამდე პერიმეტრი იყო დაცული. პოლიცია მთელი ეს დღეების განმავლობაში ეუბნებოდა – არ ჩაატაროთ რუსთაველის გამზირზე ეს გავლა, ეს მარში. კითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს, 85-90% წინააღმდეგია ასეთი დემონსტრაციული მარშების, არ არის საჭირო, ჩვენ ვართ კონსერვატორიული საზოგადოება, 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, სხვა ღირებულებები გვაქვს. ამით კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებულ, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, ყველა ადამიანს თავის უფლება აქვს. ჩვენ ვიყავით ის ხელისუფლება, ვინც დაიცვა ეს ადამიანები არაერთგზის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, მაშინ საჭირო იყო ამის გაკეთება. როცა ამას პროპაგანდის ხასიათს აძლევ და იწვევ საზოგადოებას, ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, ეს შეიცავს რისკებს. ერთ მხარეს დგას საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი, ადამიანების ჯანმრთელობა და მეორე მხარეს არის მათი უფლება – გინდა თუ არა, გაიარო, ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეიძლება მეგობრებო და ლისის ტბაზე ჩაატარეთ, მაგრამ არ გაიზიარეს. ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ყველაფრის უკან… ლგბტ ორგანიზაციის წევრები თითქმის დაეთანხმნენ პოლიციას, მაგრამ სააკაშვილის ორგანიზაციის, სირცხვილიას დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით, მათ გადაწყვიტეს, რომ ჩაეტარებინათ. 3 500 პოლიციელი გაიშალა ყველა ლოკაციაზე და დილით მოხდა ის, რაც მოხდა – უბედურება[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

იტვირთბა....