პოეტი რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლექსს აქვეყნებს. ამ ლექსით ის ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გუშინ, დელისის მეტროს ჩასასვლელთან მიუსაფარი მოხუცი ძლიერი ყინვისგან გარდაიცვალა.
„პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში
პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ“
თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.