სასულიერო პირი, სირიდონ ცქიფურიშვილი, რომლის მიმართაც ომბუდსმენმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.
დეკანოზის თქმით, ის მეორედ მოსვლის მოლოდინშია.
“ჩემს ადვოკატს დაელაპარაკეთ და გაგცემთ პასუხს… მე ეკლესიის მტრებს არ დავეხმარები შეძლებისდაგვარად. ვინც ეკლესიას ებრძვის. დავამთავრე მე თქვენთან საუბარი. მეორედ მოსვლის მოლოდინი მაქვს, უეჭველი მოვა”, – ამბობს სასულიერო პირი ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროკურატურას ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

