მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გვარამი: ღარიბაშვილი ჭაობია და იმ ჭაობში იყოს მარტო

ეს არის ჭაობი ღარიბაშვილის და იყოს იმ ჭაობში მარტო. მარტივად ვიტყვი, ჩემი განათლების მინისტრობის დროს გაკეთდა შემდეგი: გადამუშავდა და მნიშვნელოვნად შეიცვალა სპეციალისტებთან,  რაც მთავარია მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან კონსულტაციებით ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა; ჩამოყალიბდა ახალი წესი მაგისტრატურაში მიღების და შემოღებული იქნა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, რამაც აღმოფხვრა მაგისტრატურის საფეხურზე კორუფცია უნივერსიტეტებში;

რაც ჩემთვის ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანია, პირადად ჩემი მოფიქრებულია და მერე გაწერილი კანონმდებლობაში ე.წ. 4+1 სისტემა, რაც ნიშნავს შემდეგს: პრეზიდენტ სააკაშვილის დავალება იყო, რომ პირველი წელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მხოლოდ უნარებით ჩააბარებდნენ, ისწავლიდნენ მხოლოდ ქართულ ენას და შემდეგ 4 წლის განმავლობაში ქართულად დაეუფლებოდნენ პროფესიას. დღეს შეგიძლიათ იკითხოთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, თუ რომელიმე ახალგაზრდა ლაპარაკობს ქართულად, არის ამ პროგრამის დამსახურება. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ჩემ დროს აშენდა 6 ახალი, თანამედროვე სკოლა და ვიყიდეთ 100 ათასზე მეტი ახალი, ხარისხიანი მერხი

ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ღარიბაშვილის თქმით, ნიკა გვარამია ქვეყანაში გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია.

იტვირთბა....