მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ნიკა გვარამია არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში

უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას.

უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი. ამაზე მეტი თვალსაჩინო მაგალითები მოსახლეობისთვის, ვფიქრობ არ გვაქვს და ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა, რომელთა გვარებიც ჩამოვთვალე, სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს. ჩვენ მათ მეორედ ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....