aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

20-წლიანი მისია დასრულებულია – ავღანეთი ამერიკის ყველა სამხედრომ დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო მისია დაასრულა.

ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, ავღანეთი ამერიკის ყველა სამხედრომ დატოვა.

„მინდა განვაცხადო, რომ ამერიკიდან ჩვენი სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია“, – ამბობს ამერიკის საზღვაო ძალების გენერალი, ფრენკ მაკენზი.

მისივე თქმით, აშშ-ის და კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა 120 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს.

თალიბანი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტზე სრული კონტროლი აიღო და ქვეყნიდან ამერიკის ჯარების გასვლას საზეიმოდ შეხვდა.

როგორც დაჯგუფების სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, „ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქაბულის აეროპორტი დატოვეს და ჩვენმა ერმა დამოუკიდებლობა მოიპოვა“.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ. ის ტაჯიკეთის მიმართულებით გაფრინდა. თალიბანმა ავღანეთში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ ომი დასრულებულია და ისინი მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნიან.

იტვირთბა....