aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თალიბანი: ავღანეთში ომი დასრულებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თალიბანის პოლიტიკური წარმომადგენელი ალ-ჯაზირასთან საუბარში აცხადებს, რომ ავღანეთში ომი დასრულებულია.

მისივე თქმით, ქვეყანაში მმართველობის ტიპი და რეჟიმის ფორმა მალე გაირკვევა.

“ჩვენ ყველას დავარწმუნებთ, რომ  უზრუნველვყოფთ მოქალაქეების და დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებას. მზად ვართ დიალოგისთვის ყველა ავღანელთან და მათ გარანტიას მივცემთ, რომ დავიცავთ”, – ამბობს მოჰამედ ნაიმი.

შეგახსენებთ, რომ თალიბანის მებრძოლები დღეს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ამასთან, ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ქვეყანა დატოვა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რომელიც ტაჯიკეთის მიმართულებით გაფრინდა.

 

იტვირთბა....