ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თეა წულუკიანის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის განცხადება შეაფასა:

“იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინე კომენტარი, როცა მიმითითა, ყველამ თავისი ადგილი იცოდესო. მე ერთი რამ მინდა განვაცხადო, ნამდვილად არავის ეშინია არანაირი განცხადებების. მოსამართლეებს აღარ ეშინიათ არანაირი განცხადებების. მე ერთი რამის მეშინია, ამ გაბრაზებულზე… რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონი მიიღო და ბევრი პრობლემის სათავეც აქ არის. ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმის, ისეთი კანონი არ მიიღოს, პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს მოსამართლეები და ეს სისტემა სადმე სხვა უწყებას. ამის შიში ნამდვილად მაქვს”,- განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა  ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც  მამუკა ახვლედიანმა უზენაესი საამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა, განაცხადა, რომ სასამართლომ ღიად გამოაჩინა თავისი სახე, რომელიც არ არის ლამაზი.

 

იტვირთბა....