აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირის დელეგაცია ბუჩაში ჩავიდა

ევროკავშირის დელეგაცია, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, კაია კალასის ხელმძღვანელობით, ბუჩაში ჩავიდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ევროპელმა მინისტრებმა პატივი მიაგეს ოთხი წლის წინ რუსეთია აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.

„კაია კალასსთან, ანდრიუს კუბილიუსთან და ჩემს ევროკავშირელ კოლეგებთან ერთად, ბუჩას ვეწვიეთ და პატივი მივაგეთ რუსი დამპყრობლების მიერ სასტიკად მოკლულთა ხსოვნას. აქ დგომისას, ყველა უჯრედით ვგრძნობდით, რომ მთელი ევროპის მომავალი და უსაფრთხოება სწორედ აქ, უკრაინის მიწაზე წყდება. ბუჩა რუსული სისასტიკის სიმბოლოა, მაგრამ ის ასევე უკრაინის მდგრადობის დასტურია. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მიწების განთავისუფლება ოთხი წლის წინ. ჩვენი დაღუპულებისა და გადარჩენილებისთვის პასუხისმგებლობა არჩევითი არ არის – ეს მდგრადი, ღირსეული და სამართლიანი მშვიდობის საფუძველია“, – წერს სიბიგა.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს სპეციალურ ტრიბუნალთან, ზიანის რეესტრთან და სარჩელების კომისიასთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ არცერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.

„ევროკავშირის დღევანდელი სპეციალური მინისტერიალის დროს ყურადღებას გავამახვილებთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, ენერგოუსაფრთხოებასა და უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მადლობელი ვარ კაია კალასის იმისთვის, რომ უკრაინა უკვე დე ფაქტო მონაწილეობს ამ მაღალი დონის დისკუსიებში. უკრაინაში ფრონტის ამჟამინდელი ხაზი საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი საერთო ღირებულებების ფრონტის ხაზია. უკრაინა ევროპაა და ჩვენი ადგილი ევროკავშირშია“, – წერს სიბიგა.

იტვირთბა....