იტალიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ლიბანში უსაფრთხოების გაუარესების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, კეტრინ ვოტრინის ერთობლივ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ლიბანში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი ძალების პერსონალზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებზეა გამახვილებული.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ორშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვეს „ასეთი ინციდენტების მიუღებლობას და მისიაში განლაგებული პერსონალის წინაშე არსებულ მზარდ რისკებს.“
გავრცელებული ცნობით, იტალიისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრები ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს, რომ ლიბანის სტაბილურობა „მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზის ბალანსისთვის აუცილებელ საყრდენს“ წარმოადგენს.
გარდა ამისა, მათ დაადასტურეს, რომ იტალია და საფრანგეთი საერთაშორისო პერსონალის უსაფრთხოების, მშვიდობის დაცვისა და ლიბანის ხელისუფლების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მჭიდრო კოორდინირებულ მუშაობას გააგრძელებენ.

