აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა შეუძლებელია

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილი მეთაურის, ტომ შარპის განცხადებით, ირანი ჰორმუზის სრუტეში სიტუაციას აკონტროლებს.

როგორც შარპი აღნიშნავს, ჰორმუზის სრუტის ძალის გამოყენებით გახსნა შეუძლებელია, როგორც ამას აშშ-ში აცხადებენ.

ამასთან, მისივე თქმით, ვიდრე ირანი სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმის შეწყვეტას არ დათანხმდება, ძალის გამოყენება „სავარაუდოდ არ იმუშავებს.“

„ირანს აქვს კონტროლი ამ სიტუაციაზე, ვფიქრობ, ეს ნათელია და მგონია, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ,“ – განაცხადა ტომ შარპმა და აღნიშნა, რომ ამის შეცვლა მათ ინტერესებში არ შედის.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ყოფილმა მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანზეა დამოკიდებული, რის გაკეთებას აირჩევს ქვეყანა მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში.

იტვირთბა....