ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი უგულავაზე: პერსპექტივა არ გააჩნია, ქურდბაცაცა ადამიანია

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ გიგი უგულავა ქურდბაცაცა და გაკოტრებული პოლიტიკოსია.

მისივე თქმით, უგულავას გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნია.

„პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნია. არის ქურდბაცაცა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მაღალი ხმით აღშფოთების გათამაშება შეუძლია. დანარჩენი არაფერი არა აქვს – გაკოტრებული პოლიტიკოსია და არც სხვა სპეციალობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, რეალობა ასეთია,  სხვაგან ვერსად ვერ წავა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა შესაძლოა, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელდეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ფოთის მერობისთვის იბრძოლოს.

იტვირთბა....