ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თალიბანი ავღანეთის დედაქალაქში შევიდა

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თალიბანმა ქაბულში შესვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა თავისი საელჩოდან დიპლომატები ვერტმფრენით გაიყვანა.

ოფიციალური პირის განცხადებით, თალიბანის მებრძოლები ქაბულში “ყველა მხრიდან” შედიოდნენ.

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის ანგარიშში, რომელიც ტვიტერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ სროლის ხმა ისმოდა ქაბულის მიმდებარე რამდენიმე ადგილას, მაგრამ უსაფრთხოების ძალები, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აკონტროლებდნენ ქალაქს.

ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....