მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო განაჩენი 25 აგვისტოს გამოცხადდება

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 25 აგვისტოს გამოაცხადებს.

როგორც სანაია აღნიშნავს, ის სასამართლოსგან მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

„დევს ექსპერტიზის და ექიმის დასკვნა, ყველაფერი ხელის გულზეა, არ ვიცი მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს რატომ არ გამოაცხადა, მაგრამ 25-ში ველოდები გამამტყუნებელ განაჩენს“, – ამბობს სანაია.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.

სამივე დაკავებულს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარედგინათ, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ.

იტვირთბა....