ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა (მხოლოდ თბილისში} 39% თბილისის მერის საქმიანობას დადებითად, 29% საშუალოდ, 25% კი ცუდად აფასებს.
გამოკითხულთა 5% ამბობს, არ იცის როგორ შეაფასოს დედაქალაქის მერის საქმიანობა, ხოლო 2% პასუხზე უარს აცხადებს.
ამავე კვლევის თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობას გამოკითხულთა 17% დადებითად, 29% საშუალოდ, ასევე 29 პროცენტი კი ცუდად აფასებს.
საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.