ახალი ამბები კვლევები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ეროვნული დონის საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ინფლაციას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% ეროვნული დონის საკითხებად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 38% კი სიღარიბეს.

გამოკითხული მოსახლეობის 29% ეროვნული დონის საკითხებში ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, 20% ტერიტორიულ მთლიანობას, 15% პენსიებს, 13% განათლებას, 10% ხელფასებს, ხოლო 3% კორონავირუსს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.

იტვირთბა....