ახალი ამბები კვლევები მთავარი პოლიტიკა

NDI: ქართულ ოცნებას მხარს გამოკითხულთა 18%, ენმ-ს კი 6% დაუჭერდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70%-მა არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას, ხოლო 30%-მა კონკრეტული პარტია დაასახელა.

ამავე 30%-დან 18% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას.

6% თვლის, რომ მხარს ენმ-ს დაუჭერდა, ხოლო 6%-ის აზრით, მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სხვა პარტიები არიან.

გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 51% მხარს არც ერთ პარტიას არ უჭერს, 9%-მა კი კითხვაზე პასუხისგან უარი განაცხადა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.

იტვირთბა....