ახალი ამბები კვლევები მთავარი პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 70%-მა არ იცის ან არ ასახელებს, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70%-მა არ იცის ან არ ასახელებს, თუ რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მოსახლეობის 30% კი კონკრეტულ პარტიებს ასახელებს.

ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 61% მონაწილეობას მიიღებდა.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.

იტვირთბა....