ახალი ამბები კვლევები კორონავირუსი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 42%-ს ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. 54% თვლის, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვთ, 4%-მა კი არ იცის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ვაქცინაციის პროცესზე თბილისში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ინფორმირებულები არიან, ვიდრე რეგიონებში მცხოვრებლები.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 56%-მა არ იცის როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციის ონლაინპორტალზე.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია.

იტვირთბა....