ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სია: რომელ დეპუტატს აქვს ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯები?

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI აქვეყნებს 2015 წლის (იანვარ-აგვისტო) მონაცემებს საქართველოს სხვადახვა საჯარო სტრუქტურებში სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით.

2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 843 387 ლარს, მთავრობის ადმინისტრაციის – 184 134 ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის – 104 252 ლარს.

IDFI

საქართველოს პარლამენტარებს შორის, 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე დახარჯულია თედო ჯაფარიძის მიერ – 113059 ლარი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 65 707 ლარს. მაღალი სამივლინებო ხარჯებით გამოირჩევიან აგრეთვე, დავით ბაქრაძე – 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკი – 40 085ლარი, გიორგი წერეთელი – 39 031 ლარი. 2015 წელს ყველაზე მაღალი სამივლინებო ხარჯების მქონე პარლამენტარების ოცეული გამოიყურება შემდეგნაირად:

 

 

იტვირთბა....