ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე: თავყრილობების მომხრე არ ვარ… პრემიერს დიდ პატივს ვცემ, მას არაფერი ეშლება

[su_quote]მე თავყრილობების მომხრე არ ვარ. მე ამდენი ხნის კაცი ვარ და ამ პერიოდში თავყრილობებზე არსად დავდივარ, პარლამენტის სხდომის გარდა. იქაც მეტრია დისტანცია და წინ ვიყურებით და ნიღაბი მიკეთია. სადაც არ უნდა ვიყოთ, თხოვნა მაქვს, რომ ნიღბის გარეშე ნუ ვიქნებით. პრემიერს დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი კაცია. პრემიერს არაფერი ეშლება. მინდა ვიყოთ ერთიანები და მთლიანები. ქვეყანას გვიყურებენ გარედან როგორც მთლიანს. თუ ჩვენში შიგნით ბზარი გაჩნდა, იმ ბზარში უამრავი ადამიანი აჩენს თავის ინტერესებს. ჩვენ ყველა უნდა გავნმტკიცდეთ ერთმანეთით[/su_quote]

განაცხადა მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ. გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილი. კადრებში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირიც ჩანს. თემის კომენტირებისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის დედოფლისწყაროში ოლიმპიური ჩემპიონის მოწვევით იმყოფებოდა. “ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟებინეთ, არ წახვიდოდით?” – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....