[su_quote]ლაშა ბექაურის მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ დედოფლისწაყროში. ჩავედი სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა… რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები. იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია. ჩვენც ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად როგორ შეგვეძლო. ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟებინეთ, არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპალიტეტში, მანამდე ეს გაზომილი მქონდა, ეპიდვითარება ძალიან მსუბუქია, სადაც ვიყავი. მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო დატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში[/su_quote]
განაცადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილი. კადრებში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირიც ჩანს.

