ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: იდევ იქეიფებს ღარიბაშვილი.. შეხედეთ სახეზე – მეტი საქმე არ აქვს 44 ადამიანზე იფიქროს

[su_quote]მსოფლიოს იმ ქვეყნებმა, სადაც გაცილებით დაბალი ჯანდაცვის ხარისხი იყო საქართველოზე საკუთარ მოსახლეობას მიხედეს. გარდაცვალების შემთხვევებმა დაიკლო. მაგალითად, უკრაინაში აცრის სერიოზული პროპაგანდაა. შემთხვევებიც ჩვენზე ბევრად ცოტაა 43 მლნ ქვეყანაში. ჩვენს ხელისუფლებას 24 საათში 44 ადამიანი მოუკვდა. სტატისტიკაა, უსახელო, უგვარო. მერე რა.. კიდევ იქეიფებს ღარიბაშვილი.. შეხედეთ სახეზე – მეტი საქმე არ აქვს 44 ადამიანზე იფიქროს[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელდა ვიდეო, სადაც ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე ადამიანები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არსებული რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილი. კადრებში საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რამდენიმე სასულიერო პირიც ჩანს. თემის კომენტირებისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის დედოფლისწყაროში ოლიმპიური ჩემპიონის მოწვევით იმყოფებოდა. “ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟებინეთ, არ წახვიდოდით?” – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....