[su_quote]ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ ტალღაში შევდივართ. ახლა, დღეს და გუშინდელი მონაცემები იმეორებს, რაც მაისის შუა რიცხვებსა და ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. ამიტომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები და პირველ რიგში, პირბადე ყველა დახურულ სივრცეში, მოეშვა ხალხი. ასევე, შემოდის რეგულაციები, რომ ღია სივრცეებში, იქ, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. თავი შევიკავოთ ქორწილებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, ჭირის სუფრებზე და ა.შ. ავიცრათ ყველა, საზოგადოება მოდუნდა. შევდივარ მდგომარეობაში, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, ყველას უნდა რესტორანში, მაგრამ მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა დღეს დილას. თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში, შევა საბჭოში [რეგულაციების] კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ[/su_quote]
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.