ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან (მაიაკოვსკის ქ. #1) დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება მოსკოვის მიმართულებით. რუსეთის დედაქალაქისაკენ ყოველ სამშაბათს და პარასკევს, დილის 11 საათზე მიემგზავრება მაღალი კლასის კომფორტული ავტობუსები. ბილეთის ფასი 150 ლარია. როგორც ბათუმის ძველი ავტოსადგურის დირექტორი ბადრი სოლომონიძე აცხადებს, 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული რეისების ინტენსივობა მოიმატებს და ტურისტული სეზონისათვის მგზავრთა ნაკადს სრულად მოემსახურებიან.
წყარო: adjaraps.com