ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ნანა გეგეჭკორი: დღემდე მახსოვს ისეტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია, აიცერით რაზეც ხელი მიგიწვდებათ

[su_quote]4 მილიონიან პოპულაციაზე ჩატარებული კვლევით ირკვევა რომ გადატანილი კოვიდი, 65 წლამდე ასაკის ადამიანებში, დაახლოებით 77-83%-ით იცავს რეინფექციისგან. სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი. ამ ასაკიბრივ ჯგუფში გადატანილი კოვიდი მხოლოდ 47%-ით იცავს ხელახალი ინფიცირებისგან. ზოგადად, სხვა კვლევებზე დაყრდნობით რეინფიცირება, შემთხვევების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ამ კვლევებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, კოვიდ19-ის გადატანა სრულად არ გვიცავს შემდგომი ინფიცირებისგან და ვაქცინაცია ყველასთვის აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა 65 წელს გადაცილებულებისთვის. P.s. დღემდე მახსოვს ისეტერიული პოსტები, რომ თურმე რეინფიცირება შეუძლებელია. ეს ისტერია ჩემს ისტორიას მოჰყვა, როცა ვთქვი, რომ მეორედ გადავიტანე კოვიდი. არც მეტი არც ნაკლები არგუმენტად მოჰყავდათ, “ჩვენს პროფესორებს დავეკითზე და მითხრეს”
დაიცავით პრევენციის წესები და აიცერით იმ ვაქცინით რაზეც ხელი მიგიწვდებათ და უსაფრთხოა თქვენთვის[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი.

იტვირთბა....