ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: არანაკლები არგუმენტები გვაქვს იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს მიუვიდა.

[su_quote]სასამართლო რეფორმა არ დამთავრებულა და მოლაპარაკება, რასაც ქვია შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, 1 მთავარ აზრს ემყარებოდა, რომ მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, პოლიტიკურ სუბიექტებს მოეძებნათ საერთო ენა და ემსჯელათ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სასამართლოზე. ნათლად წერია დოკუმენტში, რომ სანამ არ მოხდება რეფორმა დანიშვნის და შემდეგ პარლამენტზე დამტკიცების, იქამდე კატეგორიულად უნდა მომხდარიყო დაპაუზება და დაპაუზდა. არც ერთი თემა არ არის, არც ერთი, რომელიც ზედმიწვენით არ არის შესრულებული იმ რეკომენდაციების მიხედვით, რაც ჰქონდა ევროკავშირის საექსპერტო სტრუქტურას, რასაც ვენეციის კომისია ჰქვია. არავინ გაიგოს, რომ ჩვენ დიდი სიხარულით ვდგევართ ამ პოზიციაზე. მარტო იმ რაკურსით განვიხილოთ საკითხი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ამ განცხადებებს და არ ჩავუღმავდეთ პრობლემას, საიდან მოდის ეს თემა, რა ვითარებაში დაიწერა ეს მიმართვა, არის თუ არა ყველა დეტალი მიწოდებული სახელმწიფო დეპარტამენტისათვის, ამ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციებია საჭირო. არის მეორე პოზიცია. არანაკლები არგუმენტები გვაქვს იმასთან შედარებით, რა ინფორმაციაც სახელმწიფო დეპარტამენტს მიუვიდა. მეორეც, ხომ არსებობს ჩვენი მსმენელი, თქვენი მსმენელი, საზოგადოება ხომ ხედავს, რომ რეალობა სხვაა[/su_quote]

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თემის კომენტირებისას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნის გამო. აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი.

მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

იტვირთბა....