ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნის გამო.
აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი
“შეერთებულ შტატებს ღრმად შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.
ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შუამავლობით ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის ეგიდით, 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერებს დააკისრა უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნის შეჩერება იქამდე, სანამ ამბიციურ სასამართლო რეფორმას არ განახორციელებს მრავალპარტიული პროცესის მისაღებად
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შეჩერებით, სანამ სრულყოფილი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდება. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიული განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ შეიძლება ასევე შეასუსტოს ინვესტორთა ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა.
შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, განაახლონ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, პარლამენტმა 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.