ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამყრელიძე: აგვისტოს შუა რიცხვებში, დიდი ალბათობით, დელტა შტამის ფართო გავრცელებას ვერ შევაკავებთ

[su_quote]დელტა შტამის ცირკულაცია აცილდა 20%-ს. ჩვენ ვვანგარიშობთ 20-30%-მდე დელტა შტამის ცირკულაციას, საერთო ცირკულაციაში. დელტა შტამი ძირითადად ერჩის ახალგაზრდებსა და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო ბავშვთა საწოლფონდის პრობლემები, მაგრამ ვიცი, რომ ეს სწორდება. საქართველო ევროპისა და სამყაროს ნაწილია. პროგნოზია, რომ თანდათან… იცით, ბრიტანეთში ბრიტანული შტამი თითქმის სრულად დელტა შტამმა ჩაანაცვლა. ევროპაშიც მიდის ეს პროგრესიით და პროგნოზია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენთანაც დაახლოებით ეს ტენდენცია იქნება – აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით, ამას ვერ შევაკავებთ. უნდა დავიცვათ რეკომენდაციები თუ არ გვინდა, შევიდეთ ფართომასშტაბიან მეოტხე ტალღაში[/su_quote]

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

იტვირთბა....