ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გაბუნია: მომდევნო კვირიდან ფაიზერის იმდენი დოზა გვექნება, აღარ იქნება მსგავსი [ნერვიულობა]

[su_quote]გუშინ დიდი ნერვიულობა იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გუშინ დაიწყო მოწოდება ფაიზერის მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში, გუშინ ეს იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია. ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით, ეს არის პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით, ანუ მომდევნო კვირიდან, მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი. პორტალი, შესაძლოა, რაღაც მომენტში, ხარვეზით მუშაობდეს. სინოფარმის შემთხვევაში გამოვიყენეთ სატელეფონო ხაზი. გამოვიყენეთ ადგილზე რეგისტრაცია, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ფაიზერის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, გუშინ იქ, კლინიკებში ცოცხალი რიგი რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა[/su_quote]

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმედის დილის ეთერში.

იტვირთბა....