[su_quote]მთავარია დღეს თავის არიდება ყოველგვარი შეკრებებისგან, რა მიზნითაც არ უნდა იყოს დღეს. თუ ტარდება შეკრება, ის უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანებისთვის. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება. აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. ამ ეტაპზე თუ არ გვინდა, რომ მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია, პირველ რიგში, დავიცვათ ის, რაც დადგენილია ანუ დისტანცია, ვართ რესტორანში, კაფეში, თუ ღია სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად ვართ, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება და, როგორც გითხარით, აცრა და აცრა[/su_quote]
განაცხადა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.