ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გაბუნია: საკოორდინაციო საბჭო დააკვირდება ეპიდვითარებას, 1 500-ზე ემტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია

[su_quote]ბოლო პერიოდში ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკებიც იყო და მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიებებიც იყო ხელშემწყობი ინფექციის გავრცელების. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას. დღეს მთავარი არის ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. ვაქცინა ქვეყანაშია, მზაობა სრულია სამედიცინო სექტორის მიმართ. ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია, ნიღაბი არის მთავარი გამოსავალი. რა თქმა უნდა, არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად, სკოლების ბანაკი და ასეთი ტიპის ღონისძიებები, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ან ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა[/su_quote]

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

იტვირთბა....