ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარიამ მთავრობის კანცელარიაში წითელი საღებავი შეასხა

მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის კანცელარიაში წითელი საღებავი შეასხა. ხოშტარიას თქმით, კანცელარიაში საღებავის შესხმა ტვ პირველის ოპრატორის გარდაცვალებას უკავშრდება.

“წარმოუდგენელია ჩვეუელბრივად გააგრძელო ცხოვრება და კანცელარიაში მოძალადე და მკვლელები იყვნენ მოთავსებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება”, – განუცხადა ფორმულას ხოშტარიამ.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....