ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამნიძე ჟვანიას გადადგომაზე: არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება

შარლ მიშელის სახელობის ფრაქციის წევრი ხათუნა სამნიძე თამარ ჟვანიას პოსტიდან გადადგომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან 2020 წლის არჩევნებზე ძალიან მძიმე რეალობა შეიქმნა.

სამნიძე ამბობს, რომ გადადგომამდე ჟვანია კონსულტაციას ქართულ ოცნებასთან გაივლიდა.

„მე მქონდა მოლოდინი, რომ თამარ ჟვანია მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობა და ღრმა კრიზისი შეიქმნა 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ამის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე იყო თამარ ჟვანია, სიმბოლურად მას უკავშირდება მთელი ეს კრიზისი. ამიტომ მე მქონდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც მივიღებდით ახალ „საარჩევნო კოდექსს“, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა, საზოგადოებას ჰქონოდა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ.“ — განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.

იტვირთბა....