ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზავრადაშვილი ჟვანიას გადადგომაზე: უკვე სირცხვილია ამ გაყალბებაზე საუბარი

ქართული ოცნების დეპუტატი მეტრონომთან საუბრისას ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჟვანიას გადაწყვეტილების არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირება სირცხვილია.

“უკვე სირცხვილია ამ გაყალბებაზე საუბარი. ერთი ფაქტი მაინც უნდა იყოს, რომ არჩევნები გაყალბდა. მე ვიყავი დიდუბის შტაბის ხელმძღვანელი, სადაც 55 უბანი მებარა და გახსნან ნებისმიერი უბანი და დამიმტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბებულია. ამ ყველაფერზე საუბარი უკვე სირცხვილია”, – აცხადებს ზავრადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.

იტვირთბა....