ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხაზარაძე პრაიდზე: ერთი ხელით აძლევდე ნებართვას, თან ეუბნებოდე “მოდი ნუ ჩაატარებ”, არის კეკლუცობა

პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში რეაქცია პრაიდთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის უფლება და ეს ყველაფერი კონსტიტუციით არის დაცული.

“სანამ ასეთი კეკლუცობა არ იქნება აღკვეთილი, რასაც ჩვენ კობახიძისა და კალაძის განცხადებით მოვისმინეთ, იმ ადამიანებისგან ვინც არის ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში კანონი არასდროს იკანონებს. კეკლუცობა არის ის, რომ პრაიდის ჩატარების უფლება მისცა ხელისუფლებამ. ერთი ხელით აძლევდე ნებართვას და ეუბნებოდე, “რუსთაველზე ჩაატარე” და მეორე ხელით ეუბნებოდე, “მოდი ნუ ჩაატარებ”, არის კეკლუცობა. გეყოს ვაჟკაცობა და ნუ მისცემ ნებართვას, თუ ასეთი პრინციპული ხარ“, — განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან ღირსების მარში იგეგმება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ თბილისი პრაიდის ჩატარება.

იტვირთბა....