aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

7 ბინა და ერთი სახლი თბილისში – ვინ არის და რა ქონებას ფლობს მომავალი ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი?

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ახალი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუმსიშვილის კანდიდატურა პარლამენტს უკვე  წარუდგინა.

ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრად 2015 წლიდან მუშაობს. მან ამ პოსტზე კვირიკაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე კვირიკაშვილის მოადგილე იყო ეკონომიკის სამინისტროში.

ქუმსიშვილს განათლებისგან განსხვავებით საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სტრუქტურებში.

სავარაუდო ვიცე-პრემიერს განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მან აქ მიიღო როგორც ბაკალავრის, ისევე მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ ქუმსიშვილს როგორც კვირიკაშვილსა და ღარიბაშვილს გარკვეული პერიოდი ყოფილი პრემიერ-მინისტირის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ აქვს ნამუშევარი. 1999-2011 ქუმსიშვილი გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1997-1999 „ქართუ ბანკის“ ხაზინის უფროსი იყო. სხვათა შორის, მომავალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც 1999-2011 წლებში, იმავე “ქართუ ბანკში” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. კვირიკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია “მეტრონომმა” უკვე გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერად, დავინტერესდით მომავალი ვიცე-პრემიერის ქონებრივი დეკლარაციით.

რა ქონებას ფლობს მომავალი ვიცე-პრემიერი და რა მიღწევები ჰქონდა მას ერთი წლის მანძილზე, ანუ რა დამსახურების გამო დააწინაურეს ქუმსიშვილი?

ქუმსიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2015 წელს აქვს შევსებული. როგორც მისი დეკრალარციიდან ვიგებთ, მინისტრის სახელზე  7 ბინა და ერთი საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული.  შარტავას ქუჩაზე 189.00 კვ.მ , ვაჟა-ფშაველას გამზირზე 40.00 კვ.მ. ქავთარაძეს ქუჩაზე 58.00 კვ.მ. და სხვა.

ქუმსიშვილს საცხოვრებელი სახლი, თბილისში, ლამისყანის ქუჩაზე აქვს, რომლის ფართობი – 312.00 კვ.მ-ია.  ის თბილისში ასევ 3 მიწის ნაკვეთს ფლობს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობასა და საბანკო ანგარიშების, ქუმსიშვილის დეკლარაცია ამ მხრივაც შთამბეჭდავია. ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესში“  20 000 USD ფასიანი ქაღალდის მფლობელია, რაც გარკვეულწიად აქციის მფლობელობასაც გულისხმობს.

„მეტრონომი“ დავუკავშირდა  „რიკო ექსპრესს“  გვაინტერესებდა, მართლაც ფლობს თუ არა ამ კომპანიის წილს, აქციებს ქუმსიშვილი, ან დეკლარაციაში მითითებული „ფასიანი ქაღალდები“ წარმოადგენს თუ არა კომპანიის აქციებს, ანუ არის თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწილე? როგორც კომპანიაში გვითხრეს, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომენტარის გაკეთება მათ არ ისურვეს. ჩვენ დავინტერესდით თუ ვინ არის “რიკო ექსპრესის” ოფიციალური მფლობელი. როგორც “მეტრონომმა” გარკვია, ამ კომპანიის 100 პროცენტის წილის მფლობელი ერთი ქალბატონია. თუმცა, შესაძლოა, ქუმსიშვილს ჰქონდეს გარკვეული ბიზნეს ინტერესები ამ კომპანიაში, გამომდინარე იქედან, რომ მას დეკლარაციაში აქვს მითითებული “რიკო ექსპრესთან” კავშირი.

ქუმსიშვილს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში აქვს ანგარიშები გახსნილი. „თი-ბი-სი“ ბანკი 3 374 USD , მის მეუღლეს ნატალია თევდორაშვილს ანაბარი ასევე აქვს გახსნილი იმავე ბანკში 26 604 USD და 6 842.00 ევრო. თავად ქუმსიშვილს „ქართუ ბანკში“ 1000 USD-იანი დეპოზიტი აქვს გახსნილი.

ის ყოველთვიურად ხელფასის სახით 7 094 ლარს იღებდა რამაც ერთი წლის განმავლობაში 86 775 ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრის მოადგილის რანგში, ქუმსიშვილი დანამატებისა თუ პრემიის სახით გარკვეულ თანხასაც იღებდა საჯარო უწყებაში „ფასდაუდებელი“ მუშაობის გამო.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. პირდაპირი უცხოური თუ პორთფელური ინვესტიციები სამუშაო ადგილებს ზრდის. მართალია, ქუმსიშვილი მინისტრის თანამდებობას დიდი ხანი არ არის რაც იკავებს, თუმცა ის მინისტრის მოადგილედ ეკონომიკის სამინისტროში დიდხანს მუშაობდა, ეს დრო საკმარისია, იმისთვის, რომ ქვეყანაში თითქმის განახევრებულ ინვესტიციებზე (საქსტატის ინფორმაცია) პასუხი მოვთხოვოთ.

რაც შეეხება ქუმსიშვილოის ეკონომიკურ ხედვას, მედიისთვის ცნობილია, რომ ის მხარს ანტიდემპინგური კანონმდებლობის შექმნას უჭერს.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....