ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ისრაელის დარტყმებიც „გაიზრდება და გაფართოვდება“ .
„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა სარაკეტო დარტყმები ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. გაფრთხილებების მიუხედავად, დარტყმები გაგრძელდა. ამიტომ, ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები ირანში გაიზრდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და რეგიონებზე, რომლებიც რეჟიმს ეხმარება ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა ვიდეომიმართვაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, გაგრძელდება „ტერორისტული რეჟიმის ლიდერებისა და მეთაურების დევნა, მისი სტრატეგიული შესაძლებლობების განადგურება“.

