აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პუტინმა ბიზნესმენებს რუსეთის საომარი მოქმედებების დაფინანსება სთხოვა” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის წამყვან ბიზნესმენებს რუსეთის ფინანსური სტაბილიზაციისთვის შემოწირულების სახით თანხების გაღება სთხოვა.

„სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პუტინმა ასეთი მოთხოვნა წამოაყენა“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის, შემოწირულების სახით, ძალიან დიდი თანხის გაღება სურდა.

პესკოვის თქმით, ამ პირმა განაცხადა, რომ დამსწრე ბიზნესმენების უმეტესობამ საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო და მათი ბიზნესის დაწყება, ასე თუ ისე, სახელმწიფოსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბევრმა მათგანმა თავის მოვალეობად მიიჩნია წვლილის შეტანა. პესკოვმა არ დაასახელა ბიზნესმენი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა.

„ეს აბსოლუტურად მისი ინიციატივა იყო და არა პრეზიდენტ პუტინის. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაური მიესალმა ასეთ ინიციატივას“, – დასძინა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ თანხა ომისთვისაა განკუთვნილი.

დამოუკიდებელმა რუსული გამოცემა The Bell-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა ბიზნესმენებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე სამხედრო დაფინანსების საკითხი განიხილა და განაცხადა, რომ რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ დონბასის რეგიონის დარჩენილ ტერიტორიებს არ დაიკავებს, რომლებიც ამჟამად ის არ აკონტროლებს. გამოცემის ცნობით, პუტინმა ბიზნესმენებს რუსეთის ფინანსური სტაბილიზაციისთვის შემოწირულების სახით თანხების გაღება სთხოვა. The Bell-ის ცნობით, შეხვედრაზე მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა 100 მილიარდი რუბლის (1.23 მილიარდი აშშ დოლარი) გაღების პირობა დადო.

იტვირთბა....