აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის – ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის ფასია” – დიმიტრი მედვედევი

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერ კიდევ წინ არის და რეგიონი, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში არასტაბილურობის კერად იქცეს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგ კი თავად ახლო აღმოსავლეთი გახდება არასტაბილურობის გრძელვადიანი წყარო, კერა, რაც, შეიძლება, საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელია.

„ნებისმიერ კონფლიქტთან დაკავშირებით ყველა ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი გზით მოგვარდება. ვფიქრობ, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს უახლოეს მომავალში შეუძლებელია. რადგან ჩართული ძალები უკიდურესად ანტაგონისტურ მდგომარეობაში არიან: მათ ერთმანეთს სძულთ“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, აშშ-ის ქმედებები ირანში სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამის საფასურის გადახდა მოუწევს.

„ვფიქრობ, ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის, სტრატეგიული შეცდომის ფასია. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ამ შეცდომის საფასურს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადაიხდის – დიდი ალბათობით, არა „რესპუბლიკელების“, არამედ „დემოკრატების“, – განაცხადა მედვედევმა.

იტვირთბა....