რამდენიმე წუთის წინ თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მამაკაცი გადახტა. ამის შესახებ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს.
მოულოდნელად ის შენობის მეორე სართულიდან გადახტა. დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.