ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი: “პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობაა”

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და ვეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მან ყოფილ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 23 დეკემბერს დატოვა. ის ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

იტვირთბა....